კლუბების სახელფასო ბიუჯეტი ლა ლიგაში — რეალი უპირობო ლიდერია

ესპანეთის ლა ლიგაში ყველაზე მაღალი სახელფასო ბიუჯეტი მადრიდის რეალს აქვს — სამეფო კლუბი 2024/25 წლების სეზონში მხოლოდ ხელფასებში 755 მილიონ ევროს დახარჯავს, რაც წინა წელთან შედარებით 28 მილიონით მეტია.

მეორე ადგილზე კატალონიის ბარსელონაა, რომელიც რეალს სოლიდურად ჩამორჩება. ბლაუგრანას სახელფასო ბიუჯეტი 426 მილიონი ევრო — აღსანიშნავია, რომ წინა წელს კატალონიელები ხელფასებში 270 მილიონს იხდიდნენ.
ცალკე უნდა აღინიშნოს სევილიას გარშემო შექმნილი სიტუაცია, რომელიც ფინანსურ კრიზისშია და წინა წელთან შედარებით სახელფასო ბიუჯეტი დრამატულად აქვს შემცირებული — 169 მილიონიდან 2,5 მილიონ ევრომდე.
ლა ლიგის კლუბების სახელფასო ბიუჯეტი 2024/25 წლებში Tranfermarkt-ის მიხედვით:
