ავტორიზაცია

შონ ო'მალი დამარცხებულია! — მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია

შონ ო'მალი დამარცხებულია! — მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია
თარიღი 15 სექ 2024, 10:04
საქართველოს UFC-ის მეორე ჩემპიონის ჰყავს — მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

UFC 306-ის მთავარი ბრძოლა სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის გაიმართა, სადაც ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

მერაბ დვალიშვილს UFC-ში უკვე ზედიზედ 11 გამარჯვება აქვს და ილია თოფურიას შემდეგ გახდა მეორე ქართველი, რომელმაც საჩემპიონო ორთაბრძოლა მოიგო.