ავტორიზაცია

ადრიენ რაბიო სამშობლოში ბრუნდება

ადრიენ რაბიო სამშობლოში ბრუნდება
თარიღი 15 Sep 2024, 23:04
ამ დრომდე, თავისუფალი აგენტი ადრიენ რაბიო, რომელმაც ზაფხულში იუვენტუსი დატოვა, სულ მალე ახალ კლუბში გადავა. საფრანგეთის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი, ახლოს არის სამშობლოში დაბრუნებასთან. რაბიოს უამრავი შეთავაზება ჰქონდა საუდის არაბეთიდან, მაგრამ ფეხბურთელს ევროპაში სურდა დარჩენა. 

მარსელის ოლიმპიკმა, ყველას აჯობა და რაბიოს მალე დაიმატებს, დარჩა მოსაგვარებელი რამოდენიმე დეტალი და ადრიენი ოფიციალურად დაბრუნდება საფრანგეთის ჩემპიონატში. ფეხბურთელს და კლუბს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება ფაქტობრივად მზად არის. 

ადრიენ რაბიომ იუვენტუსის მაისურით 212 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, მის ანგარიშზე 22 გატანილი გოლია და 15 საგოლე პასია. რაბიო პსჟს აღზრდილია და პარიზულ კლუბში 7 სეზონი გაატარა. ადრიენს საფრანგეთის ნაკრებში 48 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 4 გოლი აქვს გატანილი.