ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" 23 წლის გარემარბი სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. "კალიარისთან" მოგებულ (4:0) მატჩში ქართველმა შემტევმა 5 წუთიან მონაკვეთში ჯერ თავად გაიტანა და შემდეგ რომელუ ლუკაკუს გაატანინა.
Sofascore-მ ტურის სიმბოლურ გუნდში "ნაპოლის" კიდევ სამი ფეხბურთელი შეიყვანა - დი ლორენცო, ბონჯორნო, ზამბო ანგისა და ლუკაკუ.
