ავტორიზაცია

რეალ მადრიდმა შტუტგარტი 3-1 დაამარცხა

რეალ მადრიდმა შტუტგარტი 3-1 დაამარცხა
თარიღი 18 სექ 2024, 01:18
რეალ მადრიდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, სანტიაგო ბერნაბეუზე შტუტგარტი 3-1 დაამარცხა. 

46-ე წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა. 68-ე წუთზე დენიზ უნდავმა 1 გოლი გაქვითა, მაგრამ გერმანელებმა საკუთარ კარში კიდევ 2 ბურთი მიიღეს: 83-ე წუთზე ანტონიო რიუდიგერმა გაიტანა, კომპენსირებულ დროში კი ენდრიკმაც შეაგდო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 

რეალ მადრიდი მე-2 ტურში ლილს დაუპირისპირდება (2 ოქტომბერი, 23:00), შტუტგარტი კი - სპარტა პრაღას (1 ოქტომბერი, 20:45).