ოფიციალურად: ივან პერიშიჩი პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელია

ხორვატი თავდამსხმელი, ივან პერიშიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით პსვ ეინდჰოვენში გადავიდა.
35 წლის ფეხბურთელი ბოლოს მშობლიურ ჰაიდუკში ირიცხებოდა, მაგრამ მხარეები გასულ ზაფხულში კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ნიდერლანდური კლუბი ადასტურებს, რომ პერიშიჩმა გუნდთან 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ივანს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც დორტმუნდი, ვოლფსბურგი, ინტერი, ბაიერნი და ტოტენჰემი არიან.