გოლი და მაღალი შეფასება — საბა ლობჟანიძემ მესის გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა
MLS-ის მიმდინარე სეზონის 29-ე ტურში, საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე მესის ინტერ მაიამის უმასპინძლა — მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა 29 წლის ქართველმა შემტევმა, რომელმაც 56-ე წუთზე გოლი გაიტანა და Sofascore-სგან 7,3 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ლიონელ მესიმ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოვიდა, ხოლო ლუის სუარესი შეცვლიდან მხოლოდ მე-80 წუთზე შემოვიდა.
29 ტურის შემდეგ, გათამაშებას 63 ქულით ინტერ მაიამი ლიდერობს, ხოლო ატლანტა იუნაიტედი 32 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
ატლანტა იუნაიტედი 2-2 ინტერ მაიმი (მატჩი მიმოხილვა)