Sofascore-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს 2023/2024 წლის სეზონის გამარჯვებულები ცნობილია
ზაგრები, 2024 წლის 12 სექტემბერი — ცნობილმა სპორტულმა პლატფორმამ, Sofascore-მა, რომელიც რეალური დროის რეჟიმში აქვეყნებს შედეგებსა და სტატისტიკას, გამოაცხადა „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ (Player of the Season) ჯილდოს გამარჯვებულთა სია 2023/2024 წლის სეზონისთვის. ეს ჯილდო ეფუძნება მსოფლიოში აღიარებულ Sofascore-ის შეფასების სისტემას და აღნიშნავს არა მხოლოდ ფეხბურთელთა მომენტალურ გამობრწყინებებს, არამედ მათ მიერ მთელი სეზონის განმავლობაში დემონსტრირებულ შეუპოვრობასა და ოსტატობას.
ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელთა სიაში შევიდნენ: კილიან მბაპე (Kylian Mbappé) (ლიგა 1), ჯუდ ბელინგემი (Jude Bellingham) (ლა ლიგა), როდრი (Rodri) (პრემიერ ლიგა), ევა პაიორი (Ewa Pajor) (ქალთა ბუნდესლიგა), ჰარი კეინი (Harry Kane) (ბუნდესლიგა), კეროლაინ გრეჰემ ჰანსენი (Caroline Graham Hansen) (ლიგა ქ) და ხადიჯა შოუ (Khadija Shaw) (ქალთა სუპერლიგა). იმ ლიგების ფეხბურთელთან ერთად, რომელთა სეზონი დეკემბერში იწურება, ჯილდო ასევე გადაეცემა 50 ლიგის საუკეთესო მოთამაშეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სიმბოლური მემკვიდრეობის მქონე ჯილდო
ამ წლის „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ (Player of the Season) ჯილდოს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. „ოცნებების მოედნის“ (Field of Dreams) კამპანიის ფარგლებში, Sofascore-მა ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, ზიკოსთან, თანამშრომლობით განაახლა რიო-დე-ჟანეიროში, მისსავე აკადემიაში არსებული საფეხბურთო მოედანი. პრიზების დიზაინი განსაკუთრებულია — თითოეული მათგანი ზიკოს აკადემიის განახლებული საფეხბურთო მოედნის ნაწილებს შეიცავს, რაც მოთამაშეთა საფეხბურთო კარიერის საწყისებსა და მიღწეულ წარმატებას შორის კავშირის სიმბოლოა.
თანამშრომლობაზე საუბრისას ზიკომ აღნიშნა: „ფეხბურთი მხოლოდ თამაში არაა; ეს არის ოცნებებით შთაგონებული და შეუპოვარი შრომით გამყარებული წარმატებისკენ მიმავალი გზა. Sofascore-ის „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ ჯილდო იმ შრომის სიმბოლოა, რომელსაც თითოეული მოთამაშე საკუთარი მიზნების მიღწევაში დებს. მეამაყება ის ფაქტი, რომ Sofascore-თან თანამშრომლობით ჩემი აკადემიის მოედანი განვაახლე. სწორედ აქ დაიწყებენ მომავალი ვარსკვლავები საფეხბურთო კარიერას."
კამპანია „ოცნებების მოედანი“ (Field of Dreams)
კამპანია დაფუძნებულია იდეაზე, რომლის თანახმადაც ფეხბურთს განსაზღვრავს არა ერთჯერადი გამობრწყინებები, არამედ დაუღალავი შრომა და თავდადება, რომელთა გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ (Player of the Season) ჯილდო, რომელიც უკვე მსოფლიოს 50 საფეხბურთო ლიგას მოიცავს, გადაეცემა ფეხბურთელებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში წარმოაჩენდნენ თავიანთ ოსტატობას.
პრიზის თითოეული მფლობელი გამორჩეულია სრულყოფილებისკენ სწრაფვის დაუშრეტელი სურვილით. Sofascore-ის მარკეტინგის დირექტორმა, ბრანიმირ კარაჩიჩმა (Branimir Karačić), ჯილდოს განსაკუთრებულ დატვირთვაზე ისაუბრა: „ოცნებების მოედნის კამპანია არ ემსახურება მხოლოდ დღევანდელი ვარსკვლავების დაჯილდოებას. კამპანიის მიზანია, შეახსენოს მოთამაშეებს, სად და როგორ დაიწყეს კარიერა. ყოველ გამარჯვებულს — ბრაზილიელს თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს — გადაეცემა ამ საზოგადოებრივი პროექტის მცირე ნაწილი. ესაა მოთამაშეთა შრომისა და კარიერის განმავლობაში მიღებული მხარდაჭერის დაფასების გამოხატულება."
წვლილის შეტანა მომავალში
ოცნებების მოედნის (Field of Dreams) კამპანიით აღინიშნა Sofascore-ის მისიის ახალი ეტაპი, რომლის მიზანია ხაზი გაუსვას შეუპოვრობის მნიშვნელობას ფეხბურთში. მეტიც, კამპანიამ დააფასა საზოგადოების ის ნაწილი, რომლის მხარდაჭერითაც ეს სპორტი საზრდოობს. პროექტებით, როგორებიცაა მოედნის განახლება და „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ (Player of the Season) ჯილდო, Sofascore და ზიკო ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ, მისცენ ფეხბურთელთა მომავალ თაობას ოცნებებისკენ სწრაფვის შესაძლებლობა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
გაეცანით სრულ სიას:
მარკო გრიული (Marco Grüll) (ავსტრიის ბუნდესლიგა) — 7,58
როდრი (Rodri) (ინგლისის პრემიერლიგა) — 8,01
ხადიჯა შოუ (Khadija Shaw) (ინგლისის ქალთა სუპერლიგა) — 7,91
კრისენსიო სამერვილი (Crysencio Summerville) (ინგლისის ჩემპიონატი) — 7,79
კილიან მბაპე (Kylian Mbappé) (საფრანგეთის ლიგა 1) — 7,89
საკინა კარშაუი (Sakina Karchaoui) (საფრანგეთის დივიზიონი 1 ქ) — 7,97
გოტიე ჰეინი (Gauthier Hein) (საფრანგეთის ლიგა 2) — 7,65
ჰარი კეინი (Harry Kane) (გერმანიის ბუნდესლიგა) — 7,76
ევა პაიორი (Ewa Pajor) (გერმანიის ბუნდესლიგა ქ) — 7,84
ფოტის იოანიდისი (Fotis Ioannidis) (საბერძნეთის სტოიქსიმანის სუპერლიგა) — 7,54
ჰაქან ჩალჰანოღლუ (Hakan Çalhanoğlu) (იტალიის სერია A) — 7,68
მანუელა ჯულიანო (Manuela Giugliano) (იტალიის სერია A ქ) — 7,86
სალვატორე ესპოზიტო (Salvatore Esposito) (იტალიის სერია B) — 7,52
ჯოი ვეერმანი (Joey Veerman) (ნიდერლანდების ერედევიზია) — 8,26
ვიქტორ გიოკერესი (Viktor Gyökeres) (პორტუგალიის პრიმეირა ლიგა) — 7,92
სალემ ალ დავსარი (Salem Al-Dawsari) (საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგა) — 7,92
გუელორ კანგა (Guélor Kanga) (სერბეთის Mozzart Bet სუპერლიგა) — 7,88
ჯუდ ბელინგემი (Jude Bellingham) (ესპანეთის ლა ლიგა) — 8,05
ინიგო ვისენტე (Iñigo Vicente) (ესპანეთის ლა ლიგა 2) — 7,45
კეროლაინ გრეჰემ ჰანსენი (Caroline Graham Hansen) (ესპანეთის ლიგა ქ) — 8,63
დრის მერტენსი (Dries Mertens) (თურქეთის სუპერლიგა) — 7,61
ხუან ბრუნეტა (Juan Brunetta) (მექსიკის ლიგა MX) — 7,88
რამონ მიერესი (Ramón Miérez) (ხორვატია, HNL) — 7,55
კამერონ პუერტასი (Cameron Puertas) (ბელგიის პროფესიონალური ლიგა) — 7,59
იოჰან როხასი (Johan Rojas) (კოლუმბიის პრიმერა A, აპერტურა) — 7,52
ველიკო ბირმანჩევიჩი (Veljko Birmančević) (ჩეხეთის ლიგა 1) — 7,70
ანდრეას შელდერუპი (Andreas Schjelderup) (დანიის სუპერლიგა) — 7,54
მოჰამედ ჩიბი (Mohamed Chibi) (ეგვიპტის პრემიერლიგა) — 7,58
დიმიტრი პეტრატოსი (Dimitri Petratos) (ინდოეთის სუპერლიგა) — 7,64
ჟოზუე (Josué) (პოლონეთის ექსტრაკლასა) — 7,63
აკრამ აფიფი (Akram Afif) (კატარის ვარსკვლავთა ლიგა) — 8,86
ფლორინელ კომანი (Florinel Coman) (რუმინეთის სუპერლიგა) — 7,86
ჯეიმს ტავერნიე (James Tavernier) (შოტლანდიის პრემიერშიპი) — 7,96
ჯანერ ერქინი (Caner Erkin) (თურქეთის ტრენდიოლ 1. ლიგა) — 7,68
ფაბიო ლიმა (Fábio Lima) (არაბთა გაერთიანებული საამიროების პრო ლიგა) — 7,97