მიშელ პლატინი: გუნდები მოედანზე 10-10 ფეხბურთელით უნდა გავიდნენ
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 10-10 ფეხბურთელით უნდა ითამაშონ. ფეხბურთს 1900 წელს 11 კაცით თამაშობდნენ, მაგრამ იმ დროს მოთამაშეები ნაკლებს დარბოდნენ, ფიზიკურად უფრო სუსტები იყვნენ და უფრო ნელა გადაადგილდებოდნენ. ამიტომაც, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ფეხბურთელთა რაოდენობას შევამცირებთ, რადგან ეს სივრცეებს გააჩენს.
ჩემი თაობის ხალხი ფეხბურთს აღარ უყურებს, რადგან მატჩებით ვერ ერთობიან.
დღეს უფრო მეტი პასი უკან კეთდება. ბურთს მეკარეები და მცველები უფრო ხშირად ეხებიან, რაც პრობლემაა. კრიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემს თაობას, რომელიც შემტევ ფეხბურთს არის მიჩვეული, ახლანდელი სიტუაცია არ მოსწონს," - ციტირებს პლატინის სიტყვებს RMC.