სერ ალექს ფერგიუსონი: ზოგჯერ მწვრთნელობა მენატრება
ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მწვრთნელობა ენატრება.
"დიახ, ზოგჯერ მწვრთნელობა მენატრება. მახსოვს, კარიერის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, ევროპულ ფინალს დავესწარი და კეტის (ცოლი) ვუთხარი, რომ სწორედ ეს მენატრებოდა - დიდი მატჩები. ამის შემდეგ ბევრ ფინალზე ვიყავი. ვისურვებდი, ეს ყოველდღე გავაკეთო.
მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ ასეთ დიდ ივენთებში ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს," - ამბობს 82 წლის ლეგენდა.
ფერგი მანჩესტერ იუნაიტედს 27 წელი წვრთნიდა. მან გუნდთან ერთად 13 პრემიერ ლიგა, 5 FA თასი და 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.