» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

დავით კირკიტაძე: "ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს"



ისრაელის ჩემპიონატში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ისრაელის  რანგით მეორე ლიგის "აირონ ტიბერიანსში" 22 წლის ნახევარმცველი, დავით კირკიტაძე ირიცხება. კირკიტაძის გუნდს კარგი დროება ნამდვილად არ უდგას, ხოლო, თავად დათომ, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 ბურთის გატანა მოახერხა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. Goal.ge დათოს ისრაელში დაუკავშირდა. დათო, როგორ ხარ? როგორ მიდის შენს კლუბში საქმეები და შეეგუე თუ არა ახალ კლუბს? კლუბს უკვე შევეგუე. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ყველანი გვერდში მიდგანან. “აირონ ტიბერიანსს“ ახლა კარგი დროება არ უდგას. გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოსკენ ყველაფერი აირია. რა მოხდა ასეთი კლუბში? სეზონი მართლაც კარგად დავიწყეთ, მაგრამ ჩავარდნა დაგვეწყო. გუნდში რაღაც ცვლილებები მოხდა და ამან გავლენა იქონია გუნდის შედეგზე. ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდი ვართ, მაგრამ მეორე წრეში ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. ამ ეტაპზე შენი თამაშით კმაყოფილი ხარ? ჩემი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ, ჯობია, ეს ყველაფერი მწვრთნელმა და გულშემატკივარმა შეაფასოს. რამდენწლიანი კონტრაქტი გაკავშირებთ კლუბთან და აპირებთ თუ არა კლუბის შეცვლას? გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, გუნდი კონტრაქტის ამოწურვამდე შევიცვალო, რაღაც შემოთავაზებები მაქვს , მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ამ დროისთვის საქართველოში დაბრუნება გამორიცხულია? საქართველოში დაბრუნებას ამ დროისთვის არ ვფიქრობ, მაგრამ საინტერესო წინადადების შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორი პირობებია ისრაელში და რა განხსვავებაა ქართულ ფეხბურთთან შედარებით? აქ კარგი პირობებია. ატმოსფეროც კარგია და ეკონომიური მდგომარეობაც. სათამაშო დონის მხრივ კი, დიდი სხვაობა არ არის. ერთ დროს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი იყავით, მოდის ეროვნული ნაკრები. რეალურად, აპირებთ თუ არა ნაკრებში მოხვედრას და რამდენად რეალურია თქვენი ძალები ამ ფრონტზე? ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა. ასე რომ, დიდი შრომა მომიწევს, რათა დაინტერესება მოვიდეს. ვინ მიგაჩნიათ დღევანდელი ნაკრების ლიდერად? ასე პირდაპირ ვერ გამოვყოფ ფეხბურთელს და სიმართლე გითხრათ, არც არის გუნდში გამოკვეთილი ლიდერი. მაგრამ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება ნაკრების ბევრ ფეხბურთელს აქვს. თქვენი აზრით, ვინ უნდა დაინიშნოს საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად? ჩემი მხრიდან რაიმე კონკრეტულის თქმა არასწორი იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს და დიდი ყურადღება დაუთმოს ეროვნულ ჩემპიონატს. რეალურად, ნაკრების მწვრთნელი სულ ფეხბურთელთა ძიებაში უნდა იყოს.  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ისტორიული ფოტო: მარადონას გარდაცვალებამ მოსისხლე მტრების გულშემატკივრებიც გააერთიანა

"ბოკასა" და "რივერის" გულშემატკივრები ერთად განიცდიდნენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

დღეს, 21:51

VIDEO: არგენტინის პრეზიდენტი დიეგო მარადონას დაემშვიდობა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ეწვია.

დღეს, 21:42

ლამი: "გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა"

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 21:26

მარადონას ადვოკატი და მეგობარი: "სასწრაფო დახმარება საათნახევარი მოდიოდა"

დიეგო მარადონას ადვოკატმა და მეგობარმა, მატიას მორლამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:19

MARCA: რეალი ბრუნოს ტრანსფერზე ზამთარში ერთ შემთხვევაში ამუშავდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 21:07

ზიდანი: "1986 წლის მუნდიალის გამო, მარადონა სამუდამოდ დამამახსოვრდა"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:47

კლოპი: "მარადონა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:40

"ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი... ჩემი საყვარელი ათიანი", - რონალდინიო მარადონას დაემშვიდობა

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:36

"არასოდეს დაგივიწყებთ", - აგუეროს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:28

სიმეონე: "როცა გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ფიქრობ: "არა, დიეგო ვერ მოკვდებოდა"

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:21

ბათუმის პირველი მარცხი ახალ სტადიონზე: ლოკომოტივი ლიდერებს შეუერთდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის შედგა.

დღეს, 20:17

"დარწმუნებული ვარ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - ზიდანმა თავისი შეგირდი შეაქო

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ლუკას ვასკესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 19:56

კლოპმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში ლივერპულს დატოვებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.

დღეს, 19:50

"ნოიერი კარიერის საუკეთესო ფორმაშია", - ფლიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გოლკიპერ მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 19:45

"ჯანდაბა, მეგობარო, მენატრები", - მოურინიო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:34

მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია "კასა როსადაში" ჩაივლის.

დღეს, 19:28

ფანცულაიას ულამაზესმა გოლმა ტორპედოს ვერ უშველა, დინამო კვლავ ლიდერია [VIDEO]

ეროვნულ ლიგაში გაიმართა მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 19:26

ბექჰემმა გაიხსენა მღელვარება, რომელიც მარადონასთან შეხვედრისას განიცადა

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 19:21

"ის არ მომკვდარა", - იბრაჰიმოვიჩი მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:14

ცნობილი გახდა, თუ რა სიტყვები წარმოთქვა მარადონამ სიკვდილის წინ

არგენტინის ნაკრების ლეგენდამ, დიეგო მარადონამ სიკვდილის წინ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა.

დღეს, 19:08

მარადონას შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ რეანიმაციაში შეიტყო

დიეგო მარადონა-უმცროსმა, დიეგო მარადონას შვილმა, კორონავირუსი გადაიტანა და ამჟამად რეანიმაციაშია.

დღეს, 18:51

არგენტინულმა პრესამ მარადონას გარდაცვალების დეტალები გაახმაურა

მოგეხსენებათ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გუშინ გარდაიცვალა.

დღეს, 18:35

რეალმა თვალი ლუკაკუს დაადგა და იანვრისთვის კონკრეტული თანხაც გაამზადა

"ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ შესაძლოა "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 18:28

ნოიერმა და კიმიხმა რონალდუს უნიკალური მიღწევა დაჩრდილეს

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა თავისი გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-15 მოგება მოიპოვა.

დღეს, 16:53

"ის, რაც კლოპმა გაიგო 2015 წელს, მე 2004-ში ვიცოდი", - მოურინიო

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, იურგენ კლოპის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:40

ოფიციალურად: 5 დეკემბრიდან პრემიერ ლიგაში ფანები დაიშვებიან, თუმცა არა მანჩესტერში

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მთავრობასა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას შორის შეთანხმება შედგა, რის მიხედვითაც პრემიერ ლიგის მატჩებზე ქომაგები დაიშვებიან.

დღეს, 16:30

ერიქსენი ტოტენჰემის მოსისხლე მტრის ბანაკში?

ESPN-ის თანახმად, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი შესაძლოა ლონდონის "არსენალში" გადავიდეს.

დღეს, 16:29

"ნეიმარი მსოფლიოს ტოპ-30 ფეხბურთელში არ შედის", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ ის ნეიმარ ჟუნიორს გუნდში არ დააბრუნებდა:

დღეს, 16:23

"შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო", - ლინეკერი მარადონას შესახებ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა, დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ განცხადება

დღეს, 16:13

ბოაშის გუნდის კატასტროფული შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე - ყველა დროის ანტი-რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში "პორტომ" დაამარცხა მარსელის "ოლიმპიკი", ანგარიშით 2:0.

დღეს, 15:52
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10