ავტორიზაცია

ზეედორფი: "ვამაყობ იმით, რასაც კალაძემ მიაღწია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ"

ზეედორფი: "ვამაყობ იმით, რასაც კალაძემ მიაღწია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ"
თარიღი 21 Sep 2024, 13:46
საქართველოს და მილანის ლეგენდების მატჩის წინ, რომელიც დღეს, 19 საათზე დაიწყება, კლარენს ზეედორმა მედიასთან ისაუბრა.

"ვამაყობ იმით, რასაც კახა კალაძემ მიაღწია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ — საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წარმატების მიღწევა მარტივი არ არის."

"კახა მოედანზე ყოველთვის თავდადებით თამაშობდა და დაცვაზე არ ვნერვიულობდით. ის მშრომელი და ძლიერი ფეხბურთელი იყო. მილანმა დიდ წარმატებას სწორედ ერთმუშტად შეკრულმა მიაღწია — ჩვენ ვაცნობიერებდით იმ პასუხისმგებლობას, რაც მაშინ გვქონდა."

Emperor_19
ტოპ კომენტარი
0
21 Sep 2024, 23:56
დაგერხა კლარენს! :):) ნაცანალმა სექტანტებმა ჩათვალე პუტინის აგენტად მოგნათლეს :)