ავტორიზაცია

ბაიერნის მორიგი რეკორდი

ბაიერნის მორიგი რეკორდი
თარიღი 22 Sep 2024, 18:42
მიუნხენის ბაიერნი საოცარ სვლაზეა, ვინსენტ კომპანის გუნდს, უბრალოდ ვერ აჩერებენ. ''რეკორდაისტერმა'' ბუნდესლიგის ყველა შეხვედრა მოიგო და ასევე მათ საუკეთეს გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია აქვთ. ''წითლებმა'' მეტოქე გუნდის კარი 16-ჯერ აიღეს ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ სამი ბურთი მიიღეს.

ეს შედეგი ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესოა, მსგავსი სტარტი არცერთ გუნდს არ ჰქონია, ისიც გასახსენებელია, რომ კომპანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დინამო ზაგრები გამანადგურებელი ანგარიშით 9-2 დაამარცხა. შემდეგ ტურში ბაიერნს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან ლევერკუზენის ბაიერთან ელოდება შეხვედრა.