ავტორიზაცია

UEFA-მ შეცდომა აღიარა — ესპანეთის კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო

UEFA-მ შეცდომა აღიარა — ესპანეთის კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო
თარიღი 24 Sep 2024, 11:02
ევრო 2024-ის 1/4 ფინალში, ესპანეთის ნაკრებმა გერმანია 2-1 დაამარცხა და შემტევი ეტაპის საგზური მოიპოვა, საბოლოოდ კი ჩემპიონიც გახდა.

აღნიშნული მატჩის 106-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1-1 იყო, საკამათო ეპიზოდი მოხდა — საჯარიმოში კუკურელიას მუსიალას დარტყმული ხელზე მოხვდა, თუმცა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა პენალტი არ დანიშნა და არც VAR ჩაერთო საქმეში.

აღნიშნული ეპიზოდის შესწავლის შემდეგ, UEFA-მ შეცდომა აღიარა და დაადასტურა, რომ მსაჯს ესპანეთის კარში თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.