არონ იააკობიშვილმა ბარსელონას პირველ გუნდში ივარჯიშა
ალექს პინტანელის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა ბარსელონას დღევანდელ ვარჯიშზე არონ იააკობიშვილს უხმო.
კატალონიური გრანდი ხვალ საკუთარ მოედანზე ხეტაფეს დაუპირისპირდება და, დიდი ალბათობით, ქართული გვარის მქონე უნგრელი მეკარე მატჩის განაცხადში იქნება.
ძმები - არონ და ანტალ იააკობიშვილები უნგრეთის მოქალაქეები არიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ანტალთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა მან უნგრეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ჯერჯერობით, არონის არჩევანის შესახებ უცნობია.

Kounde and Aron Yaakobishvili :) pic.twitter.com/QxbyyEV2bi
— Shivam Mishra (@barcanation6) September 24, 2024