ავტორიზაცია

ევერტონს ახალი მფლობელები ჰყავს

ევერტონს ახალი მფლობელები ჰყავს
თარიღი 24 Sep 2024, 15:04
პრემიერ ლიგის ბინადარი ევერტონი, რომელიც ბოლო წლებში დიდ კრიზისშია, ოფიციალურად გაიყიდა, „ლურჯების“ ახალი მფლობელები ჰყავს.

დღეიდან გუნდი Friedkin Group-ს ხელში იქნება და მათ საკმაოდ ამბიციური პროექტის შექმნა სურთ. პირველი მიზანი ამ სეზონში გუნდის პრემიერ ლიგაში დატოვებაა და ასევე იწერება, რომ გუნდში შონ დაიჩის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. 

დიდია იმის ალბათობა, რომ შონმა გუნდი დატოვოს. მის შემცვლელთა შორის, ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი, გარეთ საუთგეიტიც არის. ინგლისელი სპეციალისტი მზადაა, რომ ფეხბურთს დაუბრუნდეს.

საუთგეიტის საკლუბო კარიერაში ბოლო გუნდი მიდლსბრო იყო, რომელსაც 2009 წელს წვრთნიდა.