გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გავლენიანმა გამოცემაWhoscored-მა ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტური შეაჯამა და საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.
ტურის სიმბოლურ გუნდში ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა — 23 წლის ქართველმა 7,37 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-6 ტურში ვალენსიამ ჟირონა 2-0 დაამარცხა და აღნიშნული მატჩის MVP სწორედ გიორგი მამარდაშვილი გახდა.
🇪🇸 La Liga Team of the Week pic.twitter.com/N5Xz06tX9s
— WhoScored.com (@WhoScored) September 24, 2024