ავტორიზაცია

ბარსელონამ მეკარის შეძენა გადაწყვიტა - ტერ შტეგენის შეცვლის მთავარი კანდიდატები ცნობილია

ბარსელონამ მეკარის შეძენა გადაწყვიტა - ტერ შტეგენის შეცვლის მთავარი კანდიდატები ცნობილია
თარიღი 24 Sep 2024, 17:41
ელენა კონდისის ინფორმაციით, ბარსელონამ გადაწყვიტა, რომ ახალი მეკარე ახლა შეიძინოს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდოს.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" რამდენიმე კანდიდატს უკვე დაუკავშირდნენ. კატალონიური პრესის ცნობით, მთავარი კანდიდატები კეილორ ნავასი და ვოიცეხ შესნი არიან.

მადრიდული წარსულის მიუხედავად, ნავასი მზადაა, ბარსაში გადავიდეს. კოსტა რიკელის ხელფასი პრობლემა არ იქნება და ის 1-წლიან კონტრაქტზეც თანახმაა. კეილორის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც ჟოან ლაპორტასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ნავასი დიდებულ ფორმაშია და ამჟამად სამშობლოში ვარჯიშობს.

რაც შეეხება შესნის: პოლონელმა საფეხბურთო კარიერა აგვისტოში დაასრულა, მაგრამ მზადაა, ფეხბურთში დაბრუნდეს, რადგან ბარსელონაში თამაში სურს. ვოიცეხი ბარსას სამწვრთნელო შტაბს მოსწონს. მის ტრანსფერს მხარს რობერტ ლევანდოვსკიც უჭერს.

კატალონიურ გრანდს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.