ავტორიზაცია

ტიმ ჰოვარდი: გვარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა

ტიმ ჰოვარდი: გვარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა
თარიღი 24 Sep 2024, 19:16
ევერტონის ყოფილმა ამერიკელმა მეკარემ, ტიმ ჰოვარდმა პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

"გვარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა. პეპმა სხვებს დააჯერა, რომ დომინანტური, ბურთის ფლობაზე დაფუძნებული და შემტევი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, მაგრამ რეალურად ასე არაა. მსგავს სტილში კარგად თამაში მსოფლიოში მხოლოდ 3 გუნდს ძალუძს," - განაცხადა ტიმ ჰოვარდმა.

ამერიკელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში 13 წელი ასპარეზობდა. 2002 წელს ის მანჩესტერ იუნაიტედმა შეიძინა, 2006 წელს კი ევერტონში გადავიდა, სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა.