BREAKING: შეთანხმება შედგა! ვახტანგ სალია კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
ავტორიტეტული გამოცემის Foot Mercato-ს ცნობით, "ნიუკასლ იუნაიტედმა" ქართველი ფორვარდის ვახტანგ სალიას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
სანტი აუნას ინფორმაციით, სალია ერთი წლით თბილისის "დინამოში" დარჩება და "ნიუკასლს" 2025/26 წლის სეზონის სტარტზე შეუერთდება.
ამ მომენტისთვის უცნობია თუ რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" და რამდენ წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს 17 წლის ქართველი ტალანტი.
შეგახსენებთ, რომ სალიამ ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.