ვოიცეხ შესნი ტრანსფერს ადასტურებს: 'ბარსელონას უარს ვერ ვეტყვი'
პოლონელი მეკარე, ვოიცეხ შესნი Sport-თან ინტერვიუში ადასტურებს, რომ ბარსელონასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს:
"დიახ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ბარსაში გადასვლას განვიხილავ.
ბარსელონა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მის ისტორიას დიდი პატივს ვცემ."
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყდა - შესნი კარიერას განაახლებს და ბარსელონასთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რათა ტერ შტეგენი შეცვალოს. სამედიცინო შემოწმება მომდევნო დღეებში, ესპანეთში ჩატარდება.
შესნი ბარსას ისტორიაში მე-2 პოლონელი მოთამაშე იქნება. ამ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც "ბლაუგრანაში" ითამაშა, რობერტ ლევანდოვსკია.