ავტორიზაცია

7 მოგება 7 ტურში - ბარსელონა კვლავ უდანაკარგოა

7 მოგება 7 ტურში - ბარსელონა კვლავ უდანაკარგოა
თარიღი 26 Sep 2024, 01:16
ლა ლიგის მე-7 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ხეტაფეს უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი, რომელიც მე-19 წუთზე გავიდა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. ბარსას კიდევ არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტი არ გაუტანია. 

ჰანსი ფლიკის გუნდი პრიმერა დივიზიონში უდანაკარგოა და ჩემპიონატს 21 ქულით ლიდერობს. მე-2 ადგილზე მყოფ რეალ მადრიდს 17 ქულა აქვს, მე-3 პოზიციაზე კი 13 ქულით ბილბაო იმყოფება. ატლეტიკო, რომლის აქტივშიც ბასკურ კლუბზე 1 ქულით ნაკლებია, მე-4 ადგილს იკავებს.