ავტორიზაცია

ლუის ენრიკე: ბარსელონასთან დაპირისპირება საშინელება იყო

ლუის ენრიკე: ბარსელონასთან დაპირისპირება საშინელება იყო
თარიღი 26 Sep 2024, 19:45
ბარსელონას ყოფილმა და პარი სენ-ჟერმენის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ბარსაზე ისაუბრა:

"ბარსელონასთან დაპირისპირება საშინელი გამოცდილება იყო. ამის გამო ვწუხვარ. სახლში დაბრუნებით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ იმ კლუბის წინააღმდეგ თამაში, რომელმაც ყველაფერი მომცა როგორც ფეხბურთელობის, ისე მწვრთნელობის დროს, ძალიან რთული იყო ჩემთვის, ჩემი შვილებისთვისა და ჩემი ცოლისთვისაც.

ვიმედოვნებ, მიმდინარე სეზონში ბარსას წინააღმდეგ თამაში აღარ მოგვიწევს. ბარსელონასთან ფინალში შეხვედრა ვერ წარმომიდგენია - ეს კატასტროფა იქნება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება."


ლუჩო 1996-2004 წლებში ბარსელონაში თამაშობდა, 2014 წელს კი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და გუნდს 2017 წლის ჩათვლით წვრთნიდა.