ოლე გუნარ სულშერი: მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებას ვისურვებდი
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა კლუბში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
"სხვა მწვრთნელების სამსახურზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ, დიახ, შანსის მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მანჩესტერ იუნაიტედში დავბრუნდები," - აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.
სულშერი "წითელ ეშაკებს" 2018-2021 წლებში წვრთნიდა. მანკუნიანელთა ამჟამინდელი თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის მომავალი ბუნდოვანია, თუმცა მას, ჯერჯერობით, არ ათავისუფლებენ.