ავტორიზაცია

UEFA-მ ბარსელონა დააჯარიმა

UEFA-მ ბარსელონა დააჯარიმა
თარიღი 27 Sep 2024, 17:55
ბარსელონას ოფიციალური განცხადებით, კატალონიური კლუბი UEFA-სგან €10,000-ით დაჯარიმდა და ცრვენა ზვეზდასთან გასვლაზე გასამართი მატჩის ბილეთების გაყიდვა აეკრძალა.

"ბარსელონა, მონაკოსთან 19 სექტემბერს სტუმრად გამართულ მატჩში ქომაგების რასისტული ქმედებების გამო, €10,000-ით დაჯარიმდა და ამასთან, ცრვენა ზვეზდასთან ქომაგების გარეშე იქნება. ბარსა იმ ფანებს, რომლებსაც ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ, თანხას უკან დაუბრუნებს.

ბარსელონა რასიზმსა და ნებისმიერი სახის ძალადობას ეწინააღმდეგება და კლუბი გეგმავს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად უკეთესი ზომები მიიღოს," - ვკითხულობთ კატალონიური გრანდის ოფიციალურ განცხადებაში.

ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ცრვენა ზვეზდას 6 ნოემბერს, გასვლაზე, ბელგრადში დაუპირისპირდება.