გამარჯვების გოლი და მატჩის საუკეთესო — როგორი შეფასება მიიღო კიტეიშვილმა?
ავსტრიის ბუნდესლიგის წლევანდელი სეზონის მე-8 ტურში გრაცის შტურმი ლინცს ესტუმრა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო ოთარ კიტეიშვილმა, მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და 13 წუთში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
Sofascore-მა 28 წლის ქართველის თამაში 8 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გოლის გარდა, ოთარ კიტეიშვილი 32 წუთში ბურთს 37-ჯერ შეეხო, 10-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო და 14 ზუსტი პასი გააკეთა.
8 მატჩის შემდეგ, გრაცის შტურმს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში, კიტეიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე ზალცბურგს უმასპინძლებს.