ავტორიზაცია

დაუჯერებელი რეკორდი — ბრენტფორდი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

დაუჯერებელი რეკორდი — ბრენტფორდი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა
თარიღი 29 Sep 2024, 15:53
ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონში ბრენტფორდმა წარმოუდგენელი რეკორდი დაამყარა, რომელიც სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ისტორიაში.

ბრენტფორდი გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ სამ ტურში გოლის გატანა პირველივე წუთზე მოახერხა.

IV ტური — მანჩესტერ სიტი (22-ე წამი)
V ტური — ტოტენჰემი (23-ე წამი)
VI ტური — ვესტ ჰემი (38-ე წამი)