ავტორიზაცია

1016 მატჩი და 38 ტიტული — ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1016 მატჩი და 38 ტიტული — ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თარიღი 01 Oct 2024, 16:20
ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

22 წლიანი კარიერის განმავლობაში, საკლუბო და სანაკრებო დონეზე 40 წლის ესპანელმა 1016 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 38 ტიტულის მოგება მოახერხა.

კარიერის უდიდესი ნაწილი ანდრეს ინიესტამ ბარსელონაში გაატარა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 885 შეხვედრაში 93 გოლთან ერთად 161 საგოლე გადაცემა გაიფორმა.