ავტორიზაცია

ფეხბურთელისთვის უცნაური ჰობი - რას აპირებს ფილ ფოდენი კარიერის დასრულების შემდეგ?

ფეხბურთელისთვის უცნაური ჰობი - რას აპირებს ფილ ფოდენი კარიერის დასრულების შემდეგ?
თარიღი 01 Oct 2024, 19:35
როგორც ირკვევა, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელს, ფილ ფოდენს თევზაობა ძალიან უყვარს და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, აპირებს, რომ დიდი დრო სწორედ ამას დაუთმოს.

"როცა კარიერას დავასრულებ, მინდა, თევზაობაზე ვლოგები გადავიღო.

5 წლის ასაკში მამაჩემს სათევზაოდ ხშირად დავყავდი და ეს პროცესი თავიდანვე შემიყვარდა. თავდაპირველად, პატარა თევზებს ვიჭერდი, მაგრამ, დროთა განმავლობაში, უფრო დიდების დაჭერაც დავიწყე, მაგალითად, კობრის.

ახლაც კი, ლოკალურ ადგილებში დავდივარ და ვთევზაობ ხოლმე - ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, სავარჯიშო ბაზაზე, გოლფის მოედნებთან ტბები იყო, სადაც ანკესი ამომქონდა და ვთევზაობდი," - ციტირებს ინგლისელის სიტყვებს Daily Mail.