არსენალმა პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში არსენალმა პარი სენ-ჟერმენი 2-0 დაამარცხა.
ლონდონში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე კაი ჰავერცმა გახსნა, 35-ე წუთზე კი ბუკაიო საკამაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მომდევნო ტურში არსენალი შახტარს დაუპირისპირდება, პარი სენ-ჟერმენი კი პსვ-ს შეხვდება.