ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ 2009 წელს დამყარებული ჩემპიონთა ლიგის რეკორდი გაიმეორა

მანჩესტერ სიტიმ 2009 წელს დამყარებული ჩემპიონთა ლიგის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 02 Oct 2024, 10:50
ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის მეორე ტურში, მანჩესტერ სიტი ბრატისლავის სლოვანს ესტუმრა და მეტოქე მარტივად, 4-0 დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მანჩესტერული კლუბი ტურნირის ისტორიაში შევიდა — პეპ გვარდიოლას გუნდი 25 მატჩია დაუმარცხებელია, რაც რეკორდის გამეორებაა.

25 მატჩიანი წაუგებელი სერია სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედსაც ჰქონდა, რომელიც 2029 წლის მაისში დამყარდა. იმ შემთხვევაში თუ სიტი საკუთარ კედლებში სპარტასთან არ დამარცხდება, რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება.