ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს დამ ანტონიო კასანოს უპასუხა

კრიშტიანუ რონალდუს დამ ანტონიო კასანოს უპასუხა
თარიღი 02 Oct 2024, 17:24
რამდენიმე დღის წინ, ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის თამაში არ იცის.

ამას ლეგენდარული პორტუგალიელის და, ელმა ავეირუ გამოეხმაურა და კასანოს უპასუხა:

"არ ვიცი, ეს საწყალი კაცი ვინ არის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას 900 გოლის გატანა არ შეუძლიია. ამბობენ, რომ იგი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ცდებიან და ის უბრალოდ ბურთის მიმტანი იყო."