ონანა მანჩესტერ იუნაიტედის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელდა
სექტემბერში მანჩესტერ "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე ანდრე ონანა აღიარეს. ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური
იტყობინება.
გასულ თვეში ონანამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ხუთი მატჩი ჩაატარა.
კამერუნელმა მეკარემ აღნიშნულ მატჩებში შვიდი გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა (0:3, 3:0, 0:0, 1:1, 0:3).
დღეს, მანჩესტერ "იუნაიტედი" ევროპის ლიგის მეორე ტურში "პორტუს" წინააღმდეგ ჩაატარებს.