ავტორიზაცია

ვილი სანიოლი: "შესაძლოა, ფეხბურთელმა შეცდომები დაუშვან, მთავარია ეს შეცდომები შემცირდეს"

ვილი სანიოლი: "შესაძლოა, ფეხბურთელმა შეცდომები დაუშვან, მთავარია ეს შეცდომები შემცირდეს"
თარიღი 04 Oct 2024, 14:01
დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა ერთა ლიგის მოახლოვებულ მატჩებზე ისაუბრა:

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სექტემბრის თამაშებზე მე მაინტერესებდა როგორ მიუდგებოდნენ ფეხბურთელები ამ გამოწვევას, ჩემი მოლოდინი გადაჭარბებულადაც კი გამართლდა. ახლა გვსურს, რომ სექტემბერში რაც გავაკეთეთ დავამტკიცოთ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ნებისმიერ მეტოქესთან.

რაც შეეხება, მომდევნო მატჩებს, ამ შემთხვევაში ორივე მეტოქე ძალიან რთულია, ალბანეთიც და უკრაინაც ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ ის პოზიტივი, რაც სექტემბერში მივიღეთ, გვსურს გაგრძელდეს.

უკრაინა მაღალი დონის გუნდია, მაგრამ როცა ჩვენ გვიყურებენ, ალბათ ხვდებიან, რომ ხელწამოსაკრავი ნაკრები არ ვართ, რთული შეხვედრა იქნება და ვნახოთ შევძლებთ თუ არა ნავსის გატეხვასა და სასურველი შედეგის მიღებას.

მე მსურს დავინახო, იყო თუ არა სექტემბერი გამონაკლისი თუ მართლა წინგადადგმული ნაბიჯი, ყველა თამაში ერთნაირი არაა, შესაძლოა, ფეხბურთელმა შეცდომები დაუშვან, მთავარია ეს შეცდომები შემცირდეს, მე ვესაუბრები ფეხბურთელებს და ისინი მზად არიან, ახალი გამოწვევისთვის",- თქვა სანიოლმა.