ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ კომოს წინააღმდეგ?

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ კომოს წინააღმდეგ?
თარიღი 04 ოქტ 2024, 23:32
იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის გახსნით მატჩში, ნაპოლი საკუთარ მოედანზე კომო მიიღო და მეტოქე 3-1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში 79 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ და Sofascore-სგან 6,6 ქულიანი შეფასება დაიმსახურა. 23 წლის ქართველი შემტევი ბურთს 30-ჯერ შეეხო, 12 ზუსტი პასი გააკეთა და კარში ერთხელ დაარტყა.

7 მატჩის შემდეგ, ნაპოლის 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ხოლო კომო 8 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.