როგორი იქნებოდა დორტმუნდის შემადგენლობა ფეხბურთელების შენარჩუნების შემთხვევაში?
ბოლო წლებში, დორტმუნდის ბორუსია არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, რომლებიც დღეს თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები არიან.
ჰოლანდი, ლევანდოვსკი, ბელინგემი, რუდიგერი — ეს იმ ფეხბურთელების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გერმანული კლუბის ღირსებას იცავდნენ და დღეს, ევროპის სხვადასხვა ტოპ გუნდში თამაშობენ.
როგორი იქნებოდა დორტმუნდის შემადგენლობა ფეხბურთელების შენარჩუნების შემთხვევაში?
მეკარე: კობელი
მცველები: ჰაკიმი, აკანჯი, რუდიგერი, გერეიორო
ნახევარმცველები: გუნდოგანი, ბელინგემი
თავდამსხმელები: დემბელე, სანჩო, ჰოლანდი, ლევანდოვსკი