ოფიციალურად: ბარსელონამ ვოიცეხ შესნი დაარეგისტრირა

ვოიცეხ შესნი ლა ლიგის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ ბარსელონამ ის უკვე დაარეგისტრირა.

გუშინ პოლონელმა მეკარემ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. კატალონიური პრესის ცნობით, ის შესანიშნავ ფორმაშია, რამაც კლუბი სასიამოვნოდ გააკვირვა.
