ანზორ მექვაბიშვილი: რთულია, როცა ფორმაში ყოფნის დროს ტრავმას მაშინ იღებ
საქართველოს ნაკრებისა და რუმინული კრაიოვას ფეხბურთელმა, ანზორ მექვაბიშვილმა LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა.
"რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს - მცირე დატვირთვით ვარჯიში და ძუნძული უკვე დავიწყე, მალე კი ბურთითაც ვივარჯიშებ. უახლოეს მომავალში ტესტები კვლავ ჩამიტარდება და მეცოდინება, როცის დავბრუნდები.
ეს პერიოდი მენტალურად საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ყველაფერი მალევე გავაანალიზე და ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში უკვე იმაზე ფიქრი დავიწყე, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.
რთულია, როცა დაზიანებას მაშინ იღებ, როცა ფორმაში ხარ, მაგრამ ახლა ჩემი მიზანია, ტრავმა მოვიშუშო და ისევ ძველებურად ვითამაშო," - განაცხადა ქართველმა.
მექვაბიშვილის სრული ინტერვიუს სანახავად დააჭირეთ აქ.