როგორი შეფასება მიიღო ზურიკო დავითაშვილმა დღევანდელ მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში "სენტ-ეტიენი" საკუთარ მოედანზე "ოსერს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა ზურიკო დავითაშვილის ბენეფისად იქცა. ქართველმა რომელსაც ამ ტურმადე არცერთი გოლი არ ჰქონდა გატანილი, ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
23 წლის ნახევარმცველმა Sofascore-სგან 9.2 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.
