დალოლიო - ზურიკოსგან კიდევ უფრო მეტს ველით
გასულ ღამეს საფრანგეთის ლიგა 1-ში სენტ-ეტიენმა ოსერს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3-1 დაამარცხა. შეხვედრაში ჰეტრიკი ზურიკო დავითაშვილმა გაიფორმა და ის გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატში ერთ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. ჩვენ გთავაზობთ სენტ-ეტიენის თავკაცის ოლივერ დალოლიოს მატჩის შემდგომ ინტერვიუს.
„დავითაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. მას მეტი გოლის გატანაც შეეძლო, რადგან ბევრი მომენტი შექმნა. დავითაშვილთან ერთად სხვა ფორვარდებიც უნდა შევაქო, რომლებმაც კარგი შეხვედრა ჩაატარეს. ზურიკოსთვის ეს შეიძლება, გარდამტეხი მომენტი იყოს ამ სეზონში, ზაფხულის შემდეგ ქართველი კარგ პროგრესს განიცდის, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და ჩვენ სწორედ ამას ველოდებით.“
სენტ-ეტიენი შემდეგ შეხვედრას 19 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში ლენსის წინააღმდეგ გამართავს.