ლეონარდო ბონუჩი: მილანის გამო სიტისა და პსჟ-ზე უარი ვთქვი

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ლეონარდო ბონუჩიმ იუვენტუსიდან მილანში გადასვლის პერიოდი გაიხსენა.
"2017 წელს, როცა იუვენტუსი დავტოვე, ჩემი ტრანსფერით მანჩესტერ სიტი და პარი სენ-ჟერმენი ინტერესდებოდნენ. მათ შეთავაზებაც გამიკეთეს, მაგრამ იტალიაში დარჩენა მსურდა და მილანში გადაბარგება გადავწყვიტე.
პეპს მანჩესტერ სიტისთვის ჩემი შეძენა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდოდა," - უთხრა ბონუჩიმ Sky.
იტალიელმა მცველმა საფეხბურთო კარიერა 2024 წელს, ფენერბაჰჩეში დაასრულა.