ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა

ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" 23 წლის შემტევს ზურიკო დავითაშვილსაც შეეხო.
დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონით გაიზარდა და ამჟამად, 5 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ზურიკომ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ოსერთან" ჰეთ-თრიკი გაიფორმა.