პერესის გეგმა — რეალი ფლანგების გაძლიერებას უფასოდ აპირებს
მადრიდის რეალი ზაფხულის სატრანსფეროს ფანჯრის პერიოდში მარცხენა და მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და ორი კანდიდატი უკვე შერჩეულია.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ალფონსო დევისის და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დამატება უფასოდ სურს — ორივე ფეხბურთელს კონტრაქტი სწორედ სეზონის ბოლოს ეწურება.
ესპანური მედიის ცნობით, ფლორენტინო პერესი 2025 წლის დადგომას ელოდება და ორივე ფეხბურთელთან შეეცდება წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას.