საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი კარიერას კარლსრუეში გააგრძელებს?
საქართველოს ნაკრებისა და "იბერია 1999"-ის მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ შესაძლოა კარიერა გერმანულ "კარლსრუეში" გააგრძელოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს. სხვადასხვა გამოცემები ადასტურებენ, რომ 19 წლის მცველი "კარლსრუეში" სინჯებზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ნარიმანიძემ ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშებაში "იბერია 1999"-ის შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა.