იუვენტუსი გატისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
ტურინის "იუვენტუსი" მცველი ფედერიკო გატისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბებერ ქალბატონს" ფეხბურთელისთვის ახალი ხუთწლიანი კონტრაქტის შეთავაზება სურს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის გატი "იუვენტუსში" 2022 წელს "ფროზინონედან" გადავიდა.