ყველაზე მეტი შექმნილი მომენტი — ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპში გამორჩეულია
Opta-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპში ყველაზე მეტ მომენტს ქმნის.
9 ტურის შემდეგ, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 21 შექმნილი საგოლე შანსია და მეორე ადგილზე მყოფ ფინ აზაზი სოლიდურად, 6 მომენტით უსწრებს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპის წლევანდელ სეზონში 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გაიფორმა, ხოლო მისი გუნდი, უოტფორდი 16 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.