სერგეი რებროვი: საქართველოს წინააღმდეგ მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა საქართველოსთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ბევრი ამბობს, რომ უკრაინის ნაკრები მხოლოდ ბურთის კონტროლზეა, თუმცა, სტატისტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჯამში 20 დარტყმა გვაქვს, როცა ზოგი გუნდი კარში მხოლოდ 5-6-ჯერ ურტყამს.
ჩვენი მიზანი ერთია - ეს შედეგები უნდა გამოვასწოროთ და ხვალაც და მომდევნო მატჩებშიც მოედანზე მოსაგებად გავიდეთ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ მიზანს უნდა მივაღწიოთ.
უკრაინის ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს, თუმცა, საბედნიეროდ, თითო პოზიციაზე 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს. მე ყველა მათგანს ვენდობი.
ლაშა დვალთან ერთად ფერენცვაროშში მომიწია მუშაობა. ის კარგი ფეხბურთელი და ასეთივე პიროვნებაა, რომელიც ნაკრებში უმაღლეს დონეზე თამაშობს. სასიამოვნოა, რომ ხვალ ლაშას შევხვდები. მას დიდ პატივს ვცემ," - განაცხადა რებროვმა.