ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი - ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ერლინგ ჰოლანდმა ერთა ლიგაზე, სლოვენიასთან ამ წუთებში მიმდინარე მატჩში 2 გოლი გაიტანა და ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
24 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე 34 სანაკრებო გოლია. 1932-დან 2024 წლამდე, 33 გოლით, ამ რეკორდის მფლობელი იორგენ იუვე იყო, თუმცა ჰოლანდმა დღეს მისი შედეგი გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ ერლინგმა ნაკრების ბომბარდირის სტატუსი იუვეზე 9 მატჩით ნაკლებში მოიპოვა - იორგენმა 33 გოლი 45 შეხვედრაში გაიტანა, ჰოლანდს კი ამისთვის მხოლოდ 36 მატჩი დასჭირდა.