ავტორიზაცია

ისტორიაში მეათედ — საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება

ისტორიაში მეათედ — საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება
თარიღი 11 Oct 2024, 10:39
უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B დივიზიონის მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას შეხვდება — მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.

გასულ ორ ტურში, საქართველომ ორივე მატჩი მოიგო და პირველი ჯგუფის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. უკრაინას კი 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

ნაკრებების ურთიერთდაპირისპირებაში უკრაინას დიდი უპირატესობა აქვს — 9 შეხვედრიდან 6 მეტოქემ მოიგო, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბოლოს, ნაკრებები ერთმანეთს 2015 წელს შეხვდნენ, სადაც უკრაინამ 2-1 იმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრას საქართველო უკეთეს ფორმაში ხვდება ვიდრე უკრაინა — ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 1 წააგეს. უკრაინელების ანგარიშზე კი 3 წაგება, 1 მოგება და 1 ფრეა.

საქართველოს V უკრაინა — ურთიერთდაპირისპირებები:


უკრაინა 4-0 საქართველო — 1998 წელი
საქართველო 0-1 უკრაინა — 1999 წელი
საქართველო 0-0 უკრაინა — 2000 წელი
უკრაინა 2-1 საქართველო — 2002 წელი
უკრაინა 2-0 საქართველო — 2004 წელი
საქართველო 1-1 უკრაინა — 2005 წელი
უკრაინა 3-2 საქართველო — 2006 წელი
საქართველო 1-1 უკრაინა — 2007 წელი
საქართველო 1-2 უკრაინა — 2015 წელი

ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, საქართველოს და უკრაინას შორის დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობა: