ავტორიზაცია

მამარდაშვილი: "ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე თამაში უბრალოდ შეუძლებელია"

მამარდაშვილი: "ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე თამაში უბრალოდ შეუძლებელია"
თარიღი 12 Oct 2024, 02:14
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში, საქართველო უკრაინასთან 1-0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ჯვაროსნების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე თამაში უბრალოდ შეუძლებელია. შრომა უნდა გავაგრძელოთ და დღევანდელ მატჩში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ."

მომდევნო ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს — მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 ოქტომბერს გაიმართება.